კლუბი დაფუძნებულია 2023 წლის 7 თებერვალს, 1 წლის
ვადით, მოსწავლეებში წიგნიერების
ამაღლების მიზნით.
კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
კლუბის მისამართი: ჭიათურა,სოფელი სვერი.
კლუბის მიზნები:
სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების
დაგეგმვა-განხორციელება, კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება.
სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა.
საგანმანათლებლო ბაზის შექმნა.
მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და
ჩამოყალიბება.
მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
პრეზენტაბელურობისთვის
საჭირო უნარების ჩამოყალიბება.
პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლინება.
წყვილებში, ჯგუფებსა და
ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და
არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის
და
საკუთარი
უნარ-ჩვევების
გამოვლენის შესაძლებლობების მიცემა.
კლუბში გაწევრიანება
1.
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2.
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს I-XII
კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.
კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.
4.
კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
5.
კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
6.
კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
7.
კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8.
კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა, არა უმეტეს 15 მოსწავლისა.
9.
კლუბს ჰყავს პრეზიდენტი,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებას ,დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი მოადგილედ,გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10.
კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა.
11.
კლუბის წევრი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.