შეფასების რუბრიკები

პრეზენტაციის შეფასების ზოგადი ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმი
დამწყები
განვითარებადი
კვალიფიციური
ექსპერტი
შინაარსის შესაბამისობა საპრეზენტაციო თემასთან
პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას
პრეზენტაციის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამება თემას
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად შეესაბამება თემას
პრეზენტაციის შინაარსი სრულიად შეესაბამება თემას
საკითხის ცოდნა/გააზრება
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას
მოსწავლე ნაწილობრივ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას;ნათელია,რომ სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული საკითხი,რადგან უჭირს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა;უჭირს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა
მოსწავლე მეტწილად ამჟღავნებს საკითხის ცოდნას;ნათელია,რომ მეტწილად გააზრებული აქვს საკითხი,რადგან ძირითადად ახერხებს საქთქმელის სიტყვებით გადმოცემას;ძირითდად ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას
მოსწავლე ამჟღავნებს საკითხის სრულყოფილ ცოდნას;ნათელია,რომ საკითხი გააზრებული აქვს სიღრმისეულად,რადგან კარგად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას;სწორად პასუხობს დასმულ კითხვებს.
ინფორმაციის ორგანიზებულობა/ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ორგანიზებული/არ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაწილობრივ ორგანიზებული/ნაწილობრივ ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტწილად ორგანიზებული/ ჩანს ლოგიკური კავშირისაკითხებს შორის

წარმოდგენილი ინფორმაცია კარგად ორგანიზებული/კავშირი საკითხებს შორის სრულიად ლოგიკურია
საუბრის მანერა და კონტაქტი


მოსწავლე არ არის თავდაჯერებული და უჭირს სათქმელის მკაფიოდ გადმოცემა;არ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან;საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს ან ძალიან ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცა ‘’ისა’’, ‘’რა ჰქვია’’
მოსწავლეს საუბრის დროს აკლია  თავდაჯერებულობა ;საუბრის ტემპი ზოგჯერ ძალიან სწრაფია ;ზოგჯერ აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს;საუბრობს ჩუმად ან ზედმეტად ხმამაღლა;უჭირს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტის დამყარება;  ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცა ‘’ისა’’, ‘’რა ჰქვია’’
მოსწავლე საუბრის დროს მეტწილად თავდაჯერებულია და მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს  ;საუბრის ტემპი და ტონი მეტწილად ოპტიმალურია;ძირითადად ინარჩუნებს  აუდიტორიასთან თვალით კონტაქტს;  ზოგჯერ იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცა ‘’ისა’’, ‘’რა ჰქვია’’
მოსწავლე საუბრობს   თავდაჯერებულად და მკაფიოდ  ;საუბრის ტემპი და ტონი  ოპტიმალურია;ინარჩუნებს   თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან ;  იშვიათად ან  თითქმის არასდროს  იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცა ‘’ისა’’, ‘’რა ჰქვია’’


ზოგადი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა-გასასვლელი ბილეთები

დამწყები
განვითარებადი
 კვალიფიციური
 ექსპერტი

გასასვლელი ბილეთი ცარიელია.მოსწავლეს არ უპასუხია არცერთ კითხვაზე,ან წერს რომ არა აქვს პასუხი კითხვებზე;მოსწავლე ვერ ავლენს ცოდნას საკითხთან დაკავშირებით

გასასვლელი ბილეთი ნაწილობრივ შევსებულია,პასუხი გაცემულია მინიმუმ ერთ კითხვაზე,თუმცა,რთულია მოსწავლის ნაწერიდან აზრის გამოტანა.ჩანს,რომ მას არა აქვს საკმარისი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით/კარგად ესმის საკითხი

გასასვლელი ბილეთი მეტწილად შევსებულია,
პასუხი გაცემულია ყველა  კითხვაზე,ან არ არის გაცემული მხოლოდ ერთ კითხვაზე;ძირითადად,შესაძლებელია  მოსწავლის ნაწერიდან აზრის გამოტანა.ჩანს,რომ მას აქვს საკმარისი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით /კარგად ესმის საკითხი

გასასვლელი ბილეთი სრულყოფილად არის შევსებული,
პასუხი გაცემულია ყველა  კითხვაზე;სრულიად ,შესაძლებელია  მოსწავლის ნაწერიდან აზრის გამოტანა.ჩანს,რომ მას აქვს სრულყოფილი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით /კარგად ესმის საკითხი


No comments:

Post a Comment