- მთავარი
- ჩემ შესახებ (CV)
- სკოლა
- პროფესიული ზრდა და თვითშეფასება
- პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა
- გაკვეთილის გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- თემატური გეგმები
- სახელმწიფო ენისა და დაწყებითი საფეხურის კათედრა
- ჩემი შექმნილი რესურსი
- საწრეო მუშაობა
- შეფასების რუბრიკები
- პრეზენტაციები
- ტესტები
- პროექტები
- ეს საინტერესოა
- ფოტოგალერეა
- კონტაქტები
ეს საინტერესოა
სტორიის სწავლების მნიშვნელობისთვის
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე
"მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები... ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები".
დოქტორი დევიდ ლოუვენტალი
თანამედროვე სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნების შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავიც კი. მოსაზრებების განსხვავებულობას ყველა საზოგადოებასა და საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოშიც უპირველეს დაბრკოლებად ისტორიის სწავლებაში საბჭოთა ხედვა და მეთოდები გვესახება, რაც მემკვიდრეობით გვერგო და რამაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვა ყველა სფეროში. სხვანაირად და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ეს არის ძველის და ახლის, იდეოლოგიზირებული საგნისა და თავისუფალი აზროვნების დაპირისპირება.
საინტერესოა, რომ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდთა ისტორიის ცოდნის ხარისხზე ყველაზე მეტად სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნის არასწორი განსაზღვრა აისახება. ყველა ისტორიის მასწავლებელი მიჩნევს, რომ ისტორიის ცოდნა ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს, თუმცა მათი შეხედულებები საგნის სწავლებასა და მის მიზნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანწილად განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები, ასევე ის უნარ–ჩვევები რაც ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს:
• სივრცეში ორიენტირება
• ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
• კომუნიკაცია
• სწავლის უნარი
• კვლევა
• შემოქმედებითი უნარი
• ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
• თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
• გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
• თანამშრომლობა
• სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
• ტოლერანტობა
• პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
• პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
• საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
• სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
• საგანგებო ვითარებებში მოქმედება
ნაწილი პედაგოგებისა, მაინც ისტორიის საგანს განიხილავს, როგორც „ცოდნის კრებულს", ანუ რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ და დაიმახსოვრონ და მცდარად მიიჩნევენ შეხედულებას, რომ ისტორიის საგანი არის – „ აზროვნების კრებული", რაც მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, ახსნან და რამაც მათ უნდა განუვითაროს – პრობლემატიკის ანალიზისა და დასმულ კითხვებზე პასუხის მოძებნის უნარი.
მშრალი ისტორიული თარიღების ცოდნა, არა მხოლოდ მოზარდთა გონებრივ განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში ვერ გვეხმარება, უფრო მეტიც ეს ცოდნა მოკლე ხანში დავიწყებას ეძლევა და ხშირ შემთხვევაში სასწავლო წლის ბოლომდეც არ ახსოვთ მოსწავლეებს.
ასევე კვლევების მიხედვით, მოსწავლეთა ისტორიით დაინტერესებას, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა: სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, რესურსები, საათობრივი ბადე და ა.შ. გადამწყვეტი როლი მასწავლებლის პროფესიონალიზმს (მომზადებას) ეკისრება. არადა, როგორ უნდა ვუპასუხოთ მოსწავლეებს, რომელთაც ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: რატომ სწავლობენ ამა თუ იმ მეცნიერებას, თუ თავად არ ვართ გარკვეული ჩვენი საგნის მიზანსა და ამოცანებში?
თუ ჩვენი მიზანი იქნება, ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, ეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება და წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანაც მოსწავლის მომზადებაა კონკურენტული გარემოსთვის, სკოლამ წარმატებული ადამიანები უნდა მოუმზადოს საზოგადოებას, რაც სხვა თვისებებთან ერთად ( შრომისმოყვარეობა , ნებისყოფა, პატიოსნება და ა.შ) დამოკიდებულია ცოდნის უნარ–ჩვევებზე, რასაც მოსწავლეები განათლების გზით ღებულობენ.
მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს.
ასეთი პროცესის ხელშესაწყობად ლიბერალური განათლების ტრადიციის თანახმად, საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლემ შეძლოს ადამიანის განვითარების ეტაპების გაანალიზება და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოაზროვნეების იდეების გაგება. იმ ადამიანების იდეებისა, ვინც ყველაზე ღრმა კვალი დაამჩნია მომდევნო თაობების აზროვნებას.
მარკ ბლოკს(1866-1944) , რომელიც ლ.ფევრთან ერთად, ჟურნალ "ანალების" დამაარსებელი იყო და რომლის ნაშრომიც"ისტორიის აპოლოგია,ანუ ისტორიკოსის ხელობა" ("Apologie pour l'histoire; ou, m�tier d'historien") საყოველთაოდ ცნობილია , მიაჩნია, რომ ისტორია არის არა წარსულის შესწავლა , არამედ მეცნიერება წარსულში მცხოვრები ადამიანების შესახებ... ხოლო მისი შესწავლის აუცლებლობა სამ ძირითად საკითხს უკავშირდება, იმას რომ საინტერესოა; ავსებს ახალი იდეებით ადამიანის ცხოვრებას და ანვითარებს ადამიანის აზროვნებას.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment