საწრეო მუშაობა

ისტორიის წრე მე-10 კლასში

მასწავლებელი: მარიამ ცუცქირიძე

2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  შეიქმნა ისტორიის წრე;

წრეში გაერთიანებულია საშუალო საფეხურის მოსწავლეები ,მე- 10კლასიდან  6 მოსწავლე:
1.ბიწაძე მარიამ
2.ბიწაძე უშანგი
3.მანჯავიძე მარიამ
4.მოდებაძე ცირა
5.ცუცქირძე გვანცა
6.ცუცქირიძე გოგა

აწრეო მუშაობა ტარდება ორ კვირაში ერთხელ,ხუთშაბათს,მეშვიდე გაკვეთილზე შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საათი.

ვინაიდან,მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ისტორიის თეორია და ფილოსოფიაა კონცენტრირებული მოსწავლეებისთვის დაბრკოლებად იქცა. საგნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან აცილების და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულების მიზნით მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე საწრეო მუშაობის წარმართვა,მათ მიერ შერჩეული იქნა მეათე კლასის ისტორიის თემატური მასალიდან მნიშვნელოვანი საკითხები:

მიზანი: 
მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა ,ისტორიის საგნისადმი დაინტერესება,მოსწავლეთა ცოდნის დონის გაზრდა,მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება,ასევე ჯგუფური მუშაობის,კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
სწავლა-სწავლების მეთოდები:


ზეპირსიტყვიერი(თხრობა,დისკუსია,ახსნა-განმარტება);
თვალსაჩინოების (ილუსტრაცია,დემონსტრაცია,დაკვირვება,ჩვენება);
პრაქტიკული(ცოდნის შემოწმება,გამოსვლების დაწერა);
ვიდეომეთოდი(ელექტრონული მასწავლებელი,კომპიუტერის და სხვა სასწავლო-ელექტრონული ხელსაწყოებით);

უნარ-ჩვევები:
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
პრობლემის გააზრება;
პრეზენტაცია;
სწავლა;
თანამშრომლობა;
ისტორიული ეპოქის განცდა;
ისტორიული დროის გაგება;

აქტივობები:

ცნებების და ტერმინების განმარტება და გამოყენება;
ინფორმაციის მოძიება;
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობა და ანალიზი;
წერითი ნამუშევრების შექმნა;
პრეზენტაცია;

რესურსები:
სახელმძღვანელო;
კომპიუტერული ლაბორატორია;ინტერნეტი;
სასკოლო ბიბლიოთეკა;
ფლიპჩარტი;
მარკერები;
დაფა;
ცარცი;
სამუშაო ფურცლები;დავალების რვეულები;

შედეგები:

მოსწავლეები დაძლევენ მასალის ათვისებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ,გაიზრდებს  ,ისტორიის საგნისადმი დაინტერესება,მოსწავლეთა ცოდნის დონე ,აუმაღლდებათ მოტივაცია, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში.


                                                          წ    
       2017-2018 სასწავლო წელი      
I I სემესტრი




თარიღი
პროგრამა
15.02
შუა საუკუნეების ევროპული ისტორიოგრაფია
01.03
შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ისტორიოგრაფია
15.03
შუა საუკუნეების მუსლიმური ისტორიოგრაფია
29.03
ძველი მოგზაურები
12.04
რენესანსის და განმანათლებლობის ხანის ისტორიოგრაფია
26.04
ისტორიული მეცნიერების განვითარება მე-19-20 ს პირველ ნახევარში
03.05
ანალების სკოლა და თანამედროვე დასავლეთ ევროპული ისტორიოგრაფია
17.05
შუა საუკუნეების ქართველი ისტორიკოსები
31.05
ქართლის ცხოვრება
14.06
ქართული ისტორიოგრაფია მე19-20 საუკუნეებში





  2018 წლის 15 თებერვალს პირველი საწრეო მუშაობა წარიმართა მეათე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით,გაეცნენ წრის სამუშაო მიზნებს და პროგრამას,რომლის მიხედვითაც ორ კვირაში ერთხელ,ხუთშაბათს მეშვიდე გაკვეთილზე ჩატარდება წრის სამუშაო შეხვედრა. 












   1 მარტს საწრეო მუშაობა წარიმართა თემაზე: 
"შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ისტორიოგრაფია''
მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ შუა საუკუნეების ბიზანტიელ და სომეხ ისტორიკოსებს .გაანალიზეს მათი როლი  აღმოსავლეთ ქრისტიანული ისტორიოგრაფიის განვითარებაში.











15 მარტს საწრეო მუშაობა ჩატარდა თემაზე: ''შუა საუკუნეების მუსლიმური ისტორიოგრაფია''
  მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთს მუსლიმი ისტორიკოსების შემოქმედება დაახასიათეს თითოეული მათგანი,იმსჯელეს მუსლიმური ისტორიული მწერლობის ძირითად მახასიათებლებზე.დაწერეს თხზულება ''რა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მუსლიმური ისტორიული მწერლობა ჩვენთვის?''


   29 მარტს საწრეო მუშაობა ჩატარდა თემაზე"ძველი მოგზაურები''
მიზანი:მოგზაურთა ჩანაწერების,როგორც ისტორიული მწერლობის ერთ-ერთი ჟანრის და უმნიშვნელოვანესი ისტორიული წყაროს დანიშნულების განმარტება;

მოსწავლეებმა გაართვეს  თავი შესასრულებელ სამუშაოს,მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე:''ევროპელი მოგზაურები''.


  12 აპრილს წრის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართა თემაზე:''რენესანსის და განმანათლებლობის ხანის ისტორიოგრაფია''

მიზანი:მოსწავლეებისთვის განმანათლებლობის როლის განმარტება მე-18 საუკუნის ისტორიული აზრისა და ისტორიული მწერლობის განვითარებაზე.
გაიმართა დებატები თემაზე;"მონტენსკიეს მოსაზრების კოლინგვუდისეული კრიტიკა''
მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების შეჯერება და დებატებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.



   26 აპრილს საწრეო მუშაობა ჩატარდა თემაზე:"ისტორიული მეცნიერების განვითარება მე-19-20 ს პირველ ნახევარში"

მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ სხვადასხვა ეპოქის ისტ
ორიკოსებზე,რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ისტორიის როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში.
მოსწავლეებმა მოუსმინეს ვიდეო-ლექციას თემასთან დაკავშირებით,ინტერნეტის გამოყენებით მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია და რის შემდეგაც ჯგუფებში იმსჯელეს რა როლი შეასრულეს თეოდორ მომზენმა-ნობელიანტმა ისტორიკოსმა;ლეოპოლდ ფონ რანკემ,იპლიტ ტენიმ,და სხვა მე-19 მე-20 საუკუნის ისტორიკოსებმა ისტორიული აზრის და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.


3 მაისს წრის მუშაობა გაიმართა თემაზე:"ანალების სკოლა და თანამედროვე დასავლეთ ევროპული ისტორიოგრაფია''

მიზანი: მოსწავლემ იმსჯელოს ანალების სკოლის წარმოშობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე და შეადაროს ერთმანეთს ამ სკოლის წარმომადგენლების ძირითადი შეხედულებები.

აქტივობები:ტექსტზე მუშაობა,პრეზენტაცია

მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეადარეს ერთმანეთს ანალების სკოლის წარმომადგენლების ლუსიან ფევრის და მარკ ბლოკის შეხედულებები,გააკეთეს პრეზენტაცია დავალების ირგვლივ.


17 მაისს მერვე სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე:"შუა საუკუნეების ქართველი ისტორიკოსები''

მიზანი:იცნობდეს სიღრმისეულად შუა საუკუნეების ქართველ ისტორიკოსებს და იმსჯელოს მათი ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ.

აქტივობები:სახელმძღვანელოზე და წყაროებზე მუშაობა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს რეფერატები უა საუკუნეების ქართველ ისტორიკოსებზე და იმსჯელეს მათ ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

31 მაისს მეცხრე წრის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე:"ქართლის ცხოვრება''

 მიზანი:მოსწავლემ იმსჯელოს უმნიშვნელოვანესი ქართული საისტორიო კრებულის ,''ქართლის ცხოვრების''შესახებ;

აქტივობები:სახელმძღვანელოს ტექსტზე და წყაროებზე მუსაობა

მოსწავლეებმა იმუშავეს წყაროებზე და დამატებით მასალაზე,გააკეთეს პრეზენტაცია,დაუსვეს შეკითხვები  წარმოდგენილ შეხედულებებს და იმსჯელეს მათ გარშემო .

14  ივნისს  გაიმართა მეათე  შეხვედრა თემა :''ქართული ისტორიოგრაფია მე19-20 საუკუნეებში''

მიზანი:მოსწავლეებმა განსაზღვრონ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის მთავარი დანიშნულება და იმსჯელონ როგორ იქნა ის განხორციელებული.

აქტივობები:ვიდეო ლექციის მოსმენა,ტექსტზე და წყაროებზე  მუშაობა




No comments:

Post a Comment